გადასვლა შიგთავსზე

Apple Wallet · Google Wallet

ლოიალურობის ბარათი, რომელიც კლიენტის ტელეფონში ცხოვრობს

ბარათი პირდაპირ Wallet-ში ემატება, აპის გადმოწერის გარეშე. ქულები, შტამპები და აქციები ავტომატურად ახლდება, შეტყობინება კი lock screen-ზე მოდის.

  • რეგისტრაცია 30 წამში
  • iPhone და Android
  • პლასტიკური ბარათის გარეშე

კლიენტისთვის: სამი ნაბიჯი

ბარათს კლიენტი თვითონ ამატებს, მაგიდასთან ან სალაროსთან. პერსონალს არაფრის შევსება არ სჭირდება.

  1. 1

    აკეთებს QR-ის სკანირებას

    სტიკერი მაგიდაზე, მენიუში ან ჩეკზე. ტელეფონის კამერა საკმარისია.

  2. 2

    ადასტურებს ნომერს

    შეჰყავს ტელეფონის ნომერი და SMS-ით მიღებული კოდი. პაროლი არ სჭირდება.

  3. 3

    ამატებს Wallet-ში

    ერთი შეხებით ბარათი Apple Wallet-ში ან Google Wallet-ში ჩნდება. შემდეგ ვიზიტზე პერსონალი QR-ს დაასკანერებს.

ბიზნესისთვის: ყველაფერი ერთ პანელში

ბარათის დიზაინი, წესები, კლიენტები და კამპანიები. ინტერნეტიდან, ნებისმიერი მოწყობილობიდან.

ქულები და შტამპები

„1 ₾ = 1 ქულა“ ან „ყოველი მე-10 ყავა უფასოა“. წესებს თქვენ ადგენთ.

შეტყობინებები lock screen-ზე

ქულების ჩარიცხვა, ახალი აქცია, „გენატრებით“. SMS-ის ხარჯის გარეშე.

სკანერის აპი პერსონალისთვის

ნებისმიერი ტელეფონი ან ტაბლეტი. QR, ჩეკის თანხა, მზადაა.

თქვენი ბრენდის ბარათი

ლოგო, ფერები და ბანერი. ცვლილება ყველა კლიენტის ბარათზე მაშინვე აისახება.

ანალიტიკა

ვინ მოდის, რამდენად ხშირად და რომელი კამპანია მუშაობს.

სტატუსები და დაცვა

Silver, Gold, VIP. თაღლითობისგან დაცვა და პერსონალის როლები.

ვისთვის

ფასები

ყოველთვიური გამოწერა. კონტრაქტისა და დამალული ხარჯების გარეშე.

ხშირი კითხვები

კლიენტს აპის გადმოწერა სჭირდება?

არა. ბარათი ტელეფონის ჩაშენებულ Wallet აპში ემატება: iPhone-ზე Apple Wallet, Android-ზე Google Wallet.

რა მოწყობილობა მჭირდება სკანირებისთვის?

ნებისმიერი სმარტფონი ან ტაბლეტი Nexpass-ის სკანერის აპით. დამატებითი ტერმინალი არ არის საჭირო.

შემიძლია ბარათის დიზაინი თვითონ შევცვალო?

კი. პანელში ცვლით ლოგოს, ფერებს და ბანერს, და ცვლილება ყველა კლიენტის ბარათზე თავისით აისახება.

როგორ ინახება კლიენტების მონაცემები?

რეგისტრაციისას კლიენტი თანხმობას აცხადებს. მარკეტინგული შეტყობინებები მხოლოდ მათ მიდის, ვინც ცალკე დაეთანხმა. კლიენტს თავისი მონაცემების წაშლის მოთხოვნა ნებისმიერ დროს შეუძლია.

რამდენ ხანში შემიძლია დაწყება?

ანგარიშის შექმნის შემდეგ დიზაინს და წესებს ერთ დღეში აწყობთ. QR სტიკერებს ჩვენ გიგზავნით.

ნახეთ, როგორ იმუშავებს თქვენს ბიზნესში

დაგიკავშირდებით, მოვამზადებთ ბარათს თქვენი ლოგოთი და 15 წუთში გაჩვენებთ.

+995